სტივ უოტკოფი - პუტინი რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს

პუტინი რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ათწლეულების განმავლობაში პირველად, ის [პუტინი] რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს. ეს ნათელია“, - განაცხადა სტივ უიტკოფმა.

მისი თქმით, კრემლი შთამბეჭდავი ადგილია.

„მასთან ოთხი შეხვედრა მქონდა, ყველა მათგანი სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ერთ-ერთი მათგანი დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა. კრემლს ვეწვიე. ამ მომენტით აღფრთოვანებული ვიყავი. მე ვცდილობ აშშ-ს სახელით სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიო. ამ მომენტის მნიშვნელობა გასაოცარია“, - აღნიშნა უიტკოფმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო შეხვედრა 25 აპრილს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები „კონსტრუქციული იყო და აშშ-სთან პოზიციები დააახლოვეს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს