Reuters - ინდოეთის ქალაქ კოლკატაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი

ინდოეთის ქალაქ კოლკატაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ცეცხლი სასტუმრო რიტურაჯის პირველ სართულზე, სამზარეულოსთან ახლოს მდებარე ოთახში გაჩნდა, ხოლო შემდეგ ხანძარმა და კვამლმა მთელი შენობა მოიცვა.

„დაღუპულთა უმეტესობა სასტუმროს კიბეებზე იპოვეს. სიკვდილის მიზეზი , სავარაუდოდ, ასფიქსია იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო“, - განაცხადა დასავლეთ ბენგალის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სუჯიტ ბოსემ.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ექვსსართულიან სასტუმროს შენობაში 50 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან უმეტესობის ევაკუაცია კი სასტუმროს ოთახებიდან და სახურავიდან განხორციელდა.

„ბევრმა სტუმარმა ხანძარს დროულად დააღწია თავი, თუმცა ერთი ადამიანი შიშისგან სახურავიდან გადახტა და დაიღუპა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კოლკატის მერმა, ფირჰად ჰაკიმმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება