გიორგი აბდალაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე - ხალხს გასვლის საშუალება არ მისცეს, ყველას თავი ჰქონდა დახეთქილი, ისე სცემეს,  ადამიანები რუსთაველზე წვიმაში დაყარეს, შველას რომ ითხოვდნენ, უარესად სცემდნენ

საშინლად სცემეს ადამიანები - ქალი, კაცი, დიდი, პატარა, ბავშვი, მოხუცი, ასაკოვანი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველას თავები ჰქონდათ დახეთქილი, - ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, განაცხადა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, რა დროსაც გიორგი აბდალაძემ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ეპიზოდი გაიხსენა.

„საშინლად სცემეს ადამიანები. კინოთეატრ „რუსთველშიც“ შევარდნენ. იქიდან ნაცემი უამრავი ადამიანი გამოიყვანეს. ისე გააკეთეს, რომ ხალხს გასვლის საშუალება არ მისცეს და ძირითადი ნაკადი წაიყვანეს პარლამენტის მიმართულებით, შიდა სივრცე სადაც არის, ვერსად გაქცეულიყვნენ. თითქმის ყველას თავი ჰქონდა დახეთქილი, ქალი, კაცი, დიდი, პატარა, ბავშვი, მოხუცი, ასაკოვანი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველას თავები ჰქონდათ დახეთქილი, ისე სცემეს. ადამიანებს ხელბორკილები რომ დაადეს, მერე რუსთაველზე წვიმაში დაყარეს. შველას რომ ითხოვდნენ, ესენი უარესად სცემდნენ იმ ადამიანებს. მერე დაამწკრივეს ეს ადამიანები და რუსთაველზე მსვლელობით ჩაატარეს, წაიყვანეს საპატიმროებში“. - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს