დიმიტრი პესკოვი - კიევი წინაპირობებზე საუბრობს, რაც ვლადიმერ პუტინის პოზიციას ეწინააღმდეგება

კიევი კონფლიქტის მოგვარების წინასწარ პირობებზე საუბრობს, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ისინი ცდილობენ ნებისმიერი პროცესისთვის წინაპირობების წამოყენებას, მაგალითად, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა. ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტ პუტინის პოზიციას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივას, თუმცა გასათვალისწინებელია მთელი რიგი ნიუანსები.

„შეგახსენებთ, რომ კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამ ინიციატივას, მაგრამ ამის გაკეთებამდე აუცილებელია არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემა და მთელი რიგი ნიუანსების გადაწყვეტა, რომლებიც პრეზიდენტმა პუტინმაც ჩამოთვალა“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებისთვის ღია რჩება.

„პრეზიდენტი ღია რჩება ამ კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდების მიმართ. სიტუაცია ისეთია, როგორიც არის. კიევისგან არანაირი რეაქცია არ ისმის. პროცესი გრძელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს