სალომე ზურაბიშვილი - არ ვიცი, რამდენად მოსალოცია ეს დღე - ფაქტი, რომ დღეს არცერთი საერთაშორისო წვრთნა არ ტარდება, ძალიან დიდი ტკივილია ქვეყნისთვის, რადგან ჩვენი სუვერენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები

არ ვიცი, რამდენადაა მისალოცი, როცა ვუყურებთ, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები - ჩვენი სუვერენობა, დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეშია ის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მძიმეა ის ფაქტი, როცა დღეს არცერთი საერთაშორისო წვრთნა აღარ ტარდება.

„მინდა მივულოცო თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე. არ ვიცი რამდენადაა მისალოცი, როცა ჩვენ ვუყურებთ თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები: ერთი მხრივ, ის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია, რაც მოუწყვეს ე.წ. კომისიაში და მეორეს მხრივ, და ეს შეიძლება უფრო მძიმე იყოს ჩვენთვის და მომავლისთვის, ის ფაქტი, რომ დღევანდელ დღეს არ ტარდება არცერთი ის საერთაშორისო წვრთნები, რითაც ჩვენი ჯარი ბოლო წლებში ვითარდებოდა და სტანდარტების ამაღლება ამაზე იყო დამოკიდებული. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი სუვერენობა, დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა