სალომე ზურაბიშვილი - რეჟიმის რყევა ძლიერდება, ადამიანები გადიან რეჟიმის პირველი წრიდან - ვინც პოლიტიკური სისტემების ისტორია იცის, ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რითაც რეჟიმები უახლოვდებიან თავიანთ დასასრულს

ეს ჩხრეკები, რეიდები სრულად წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია, რაც აღარ ვითვლებით ნორმალური ქვეყნების რიგებში - რეჟიმი რეალურად, ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს, რომ თავისი თავი გაამყაროს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლებში გუშინ ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „რყევები რეჟიმის მიმართ გრძელდება და ძლიერდება“.

„ეს ჩხრეკები, რეიდები სრულად წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია, რაც აღარ ვითვლებით ნორმალური ქვეყნების რიგებში. ეს რეპრესიები ყველა მხრივ, რაც ბოლო თვეებში ტარდება, მაჩვენებელია იმის, რომ რეჟიმი რეალურად, ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს, რომ თავისი თავი გაამყაროს. ყოველდღიურად ჩანს მეტი და მეტი, მაგრამ ეს მეტი და მეტი, როგორც ჩანს, ვერაფერს ვერ აღწევს. ვერც საბოლოოდ პროტესტის ჩაქრობას, ვერც ხალხის საბოლოო დაშინებას. იმასაც ვერ აღწევს, რომ შინაგანად გაამყაროს რეჟიმი, რამეთუ ვხედავთ, რომ რყევები რეჟიმის კუთხით გრძელდება, ძლიერდება. ადამიანები ტოვებენ, გადიან ამ რეჟიმის პირველი წრიდან სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ის, რომ უახლოესი პირები ამ რეჟიმის თამაშიდან ამ ბოლო პერიოდში გავიდნენ, ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი იმის, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს რყევები. ვინც იცის პოლიტიკური სისტემების ისტორია, ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რითაც რეჟიმები უახლოვდებიან თავიანთ დასასრულს.

რათა გავიგოთ რა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, სანქციები როგორ და რა ფორმით ავლენს შედეგს და გავლენას ამ ადამიანებზე, რომლებიც არიან პირველი წრის ადამიანები და არა მხოლოდ მათზე. ფინანსურად, სწორედ, ამ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე დიდი დოვლათი აქვთ დაგროვებული. მათზეა ყველაზე სერიოზული შედეგები და გავლენები ამ სანქციების. პირველ რიგში, პირველ ადამიანზე, რომელიც დღეს უკვე თავისი უზარმაზარი სიმდიდრით, იზოლირებულია და პრაქტიკულად ვეღარ სარგებლობს ამ თანხებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს