ვოლოდიმირ ზელენსკი - ზეწოლამ და არა უბრალოდ სიტყვებმა, უნდა აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს ცეცხლი და დაასრულოს ომი

რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ კვირის დასაწყისიდან 375 დრონი, მათ შორის 190-ზე მეტი „შაჰედები“ გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ხარკოვი, დნიპრო, დობროპოლია, ჩვენი სხვა ქალაქები და თემები. წუხელ 100-ზე მეტი რუსული თავდასხმის დრონი, კვირის დასაწყისიდან 375 თავდასხმის დრონი, რომელთაგან 190-ზე მეტი „შაჰედებია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ხარკოვში თავდასხმების ორი ტალღის შედეგად 45-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

„დაშავებულებისგან ყველაზე პატარა ასაკის მხოლოდ ხუთი წლისაა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. დაზიანდა საცხოვრებელი რაიონები, საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფო და სკოლა. სულ - 13 სამოქალაქო ლოკაცია ქალაქში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, დნიპროში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ასევე დაზარალდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზელენსკის ინფორმაციით, დობროპილიაში მაღაროს შენობა, ავტობუსები და მსუბუქი ავტომობილები დაზიანდა და ერთი ადამიანი დაიჭრა.

„რუსული დრონები უკრაინის ცაში მთელი დილის განმავლობაში ფრენას აგრძელებენ და ასე - ყოველდღე. სწორედ ამიტომ არის საჭირო რუსეთზე ზეწოლა, დამატებითი მკაცრი სანქციები, რომლებიც იმუშავებს. ზეწოლამ, და არა უბრალოდ სიტყვებმა ან დარწმუნების მცდელობებმა, უნდა აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს ცეცხლი და დაასრულოს ომი. ზეწოლა შეერთებული შტატების, ევროპის და მსოფლიოში ყველას მხრიდან, ვინც თვლის, რომ ომს დედამიწაზე ადგილი არ აქვს. ჩვენ გვჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩვენი ხალხის დასაცავად, რაც ამ რუსულ საჰაერო ტერორს შეუძლებელს გახდის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო