რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყეს

რუსეთის ფედერაციის პრიმორსკის მხარეში მდინარე ტუმანაიაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყო, რომელიც რუსეთს ჩრდილოეთ კორეასთან დააკავშირებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საავტომობილო ხიდის მშენებლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გარდამტეხი ეტაპი იქნება. ეს რუსეთ-კორეის ურთიერთობებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი მნიშვნელობა გაცილებით სცილდება უბრალოდ საინჟინრო ამოცანას. ეს სიმბოლურად გამოხატავს ჩვენს საერთო მისწრაფებას, გავაძლიეროთ მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობები და გავაფართოოთ რეგიონთაშორისი თანამშრომლობა“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე, რომელსაც პარკ ტაე სანიც ესწრებოდა.

მისი თქმით, ეს ქმნის საიმედო საფუძველს ჩრდილოეთ კორეასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, გზას ღია და ნაყოფიერი დიალოგისა და ორი ქვეყნის ხალხების დაახლოებისთვის. გარდა ამისა, ეს გაზრდის მოგზაურობებისა და შეხვედრების რაოდენობას და ხელს შეუწყობს ახალი შთაბეჭდილებების გაცვლას.

მიშუსტინის თქმით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკას შორის გასულ წელს ხელმოწერილმა ყოვლისმომცველმა სტრატეგიულმა პარტნიორობის შეთანხმებამ უზრუნველყო მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლა და შექმნა ორმხრივად სასარგებლო პროექტების დასაწყებად აუცილებელი პირობები.

დაგეგმილია, რომ ახალი ხიდის საერთო სიგრძე, მისასვლელი გზების ჩათვლით, 4.7 კილომეტრი იქნება. თავად ხიდი - ერთი კილომეტრი იქნება (რუსეთის ტერიტორიის მხარე 424 მეტრი, ჩრდილოეთ კორეის - 581 მეტრი), სიგანე კი - 7 მეტრი.

ამჟამად, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მხოლოდ სარკინიგზო ხიდი და საჰაერო მიმოსვლა არსებობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს