გიორგი სიორიძე - ჩარჩო-კონვერტის გაზრდის გადაწყვეტილებით ცესკო  აღიარებს, რომ არჩევნები არ იყო კონსტიტუციის შესაბამისი - ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება!

ცესკო-მ ბოლო სხდომაზე საკუთარი თავის მორიგი ლუსტრირება მოახდინა. გადაწყვიტეს, რომ ჩარჩო-კონვერტი გაზარდონ და ელექტრონული ხმის მიცემის აპარატის ჭრილი დაფარონ - ამით აღიარეს, რომ არჩევნები არ იყო კონსტიტუციის შესაბამისი, - ამის შესახებ ცესკოში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო სრულად დისკრედიტირებული და არალეგიტიმურია.

„ცესკო-მ ბოლო სხდომაზე საკუთარი თავის ახალი, მორიგი ლუსტრირება მოახდინა. მან, პრაქტიკულად, აღიარა, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რომელიც უპრეცედენტო მასშტაბით დაფიქსირდა 26 ოქტომბერს, რეალობა და ფაქტია, კერძოდ, 2 263-ვე ტექნოლოგიზებულ უბანზე, ანუ, ამომრჩეველთა 90%-ისთვის, რაც არჩევნების არალეგიტიმურობის საფუძველი გახდა. ეს აისახა ეუთო-ს რეკომენდაციაშიც. მათ ახლა გადაწყვიტეს, რომ ჩარჩო-კონვერტი გაზარდონ და დაფარონ ელექტრონული ხმის მიცემის აპარატის ჭრილი. ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება და შემოდგომაზე შერცხვენილ, დისკრედიტირებულ ინსტიტუციას ახლა დაემატა ის, რომ მათ ეყოთ უტიფრობა და თითქოს რაღაც ტექნიკურად გამოასწორეს. რეალურად, კი ამით აღიარეს, რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა, არ იყო კონსტიტუციის შესაბამისი. ის, რომ ჩვენ, „ძლიერი საქართველო“, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები ვითხოვდით, გაუქმებულიყო არჩევნების შედეგები და დანიშნულიყო ხელახალი არჩევნები, იყო ჭეშმარიტება. ამის შემდეგ, ბუნებრივია, გაცილებით უფრო მარტივი იქნება ჩვენთვის მათთან ამაზე საუბარი, თუმცა მათ ჰყოფნით უტიფრობა იმისა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ მოდის. მათ შორის, მიმართონ საერთაშორისო ინსტიტუტებს, თუმცა ამას ვერაფერი ვეღარ შემოაბრუნებს, იმიტომ, რომ ცესკო სრულად დისკრედიტირებული და არალეგიტიმურია“, - განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 29 აპრილის სხდომაზე გამოსცა განკარგულება ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენის ფორმის, სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ასევე ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახის დადგენის შესახებ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო