უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთს შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაადასტუროს და სულ მცირე, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს

რუსეთს შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაადასტუროს და სულ მცირე, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს ნებისმიერ ფორმატში მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას, როგორც კი დავინახავთ, რომ რუსეთი ნამდვილად მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი რთული გზის გასავლელად და არა მხოლოდ მშვიდობის შესახებ პოპულიზმისთვის ან 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით ხანმოკლე პროპაგანდისტული ცეცხლის შეწყვეტისთვის“, - წერს ანდრეი სიბიგა.

მისი თქმით, „თუ რუსეთი მზადაა 60 ან 90-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაშინ უკრაინაც მზად არის“.

„რუსეთმა მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საუბარი უნდა შეწყვიტოს და დაიწყოს მოქმედება რეალურ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტაზე უპირობო თანხმობით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს