ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობაში სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, მთავრობის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვის მიმართულებით დასავლეთ საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომლებიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბენეფიციარების ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

მათივე ცნობით, მომავალ კვირას მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვევა, სადაც რამდენიმე ქალაქში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქციების მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნობა.

„მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებთან ერთად ასევე აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდება და აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს გააცნობს, რომელიც მიზნად ისახავს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

სხდომაზე ასევე შიდა სტრუქტურული გაძლიერების მიმართულებით არსებულ სხვა საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც მმართველობითი პროცესების კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვასა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება