ლევან სანიკიძე სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

ლევან სანიკიძის განცხადებით, ჯარიმის გადახდას არ აპირებს და რუსთაველის გამზირზე აქციას დღესაც შეუერთდება.

„გააერთიანეს ორი საქმე, ორივე არის დაახლოებით ერთნაირი შინაარსის. მედავებიან რუსთაველის გამზირზე დგომას და გადაკეტვას: 30 იანვრის და 1 თებერვლის ორი ეპიზოდია. დღევანდელი გადაწყვეტილებით მათ გააერთიანეს ჯარიმები და 10 ათასი ლარის ნაცვლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 5 ათასი ლარით დავეჯარიმებინე. მე რა თქმა უნდა, ამ ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. ვთვლი, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ჩამიდენია. თავად სანქცირებულმა მოსამართლემ ჩაიდინა უსამართლობა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში დადგება დრო, როცა სასამართლოს ამ შენობაში იქნება სამართალი და რუსთაველის გამზირზე აღარ მოგვიწევს ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. დღესაც კვლავინდებურად ვიქნები რუსთაველის გამზირზე და დღევანდელ ეპიზოდზეც ერთი-ორი თვის შემდეგ დამიბარებენ სასამართლოში“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს