კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი „გეგმა B”- ს ამზადებს, თუ აშშ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიატოვებს

ევროკავშირი “გეგმა B”-ს ამზადებს, თუ აშშ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიატოვებს და რუსეთთან დაახლოებას გადაწყვეტს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

“საკითხი იმაზეა, ენდომებათ თუ არა ამერიკელებს გასვლა. ვხედავთ ნიშნებს, რომ ისინი ფიქრობენ უნდა მიატოვონ თუ არა უკრაინა და ეცადონ თუ არა რუსეთთან შეთანხმების მიღწევას, ვინაიდან ეს რთულია”, - განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის შესანარჩუნებლად “გეგმა B” არსებობს თუ უნგრეთი ივლისში მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებს დაბლოკავს. თუმცა მან აღნიშნა, რომ ბრიუსელი ჯერ კიდევ ფოკუსირებულია იმაზე, რომ ყველა წევრი სახელმწიფო თანხვედრაში იყოს.

“ასევე “გეგმა B” არსებობს, მაგრამ “გეგმა A”-სთვის უნდა ვიმუშაოთ; ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, “გეგმა B”-ზე კონცენტრირდები და ეგ ხდება”, - განაცხადა კალასმა და აღნიშნა, რომ ასევე საუბრები მიმდინარეობს ვაშინგტონთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დასავლური სასანქციო რეჟიმი ძალაში დარჩეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ დედაქალაქში საუბრები მიმდინარეობს, გაჰყვნენ თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას თუ ის უკრაინას მიატოვებს და რუსეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს.

“ნათელია, რომ ასეთი საუბრები გარკვეულ წევრ სახელმწიფოებში მიმდინარეობს და შესაძლოა იმედებიც აქვთ, რომ რეალურად აღარ გვჭირდება [უკრაინის] მხარდაჭერა. მაგრამ ეს ასევე ყალბი იმედია, ვინაიდან თუ რუსეთს შეხედავთ, რომელიც თავისი მშპ-ის 9%-ის ინვესტირებას სამხედრო სფეროში ახდენს, მათ მისი გამოყენება კვლავ ენდომებათ”, - განაცხადა კალასმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა