დონალდ ტრამპი - დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს ვიღებთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას, რადგან მას სურდა, დაცული ყოფილიყვნენ.

„დღეს ჩვენ დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს ვიღებთ, მაგრამ მე მინდოდა დაცული ყოფნა“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად 350 მილიარდი დოლარი დახარჯა, ევროპამ კი გაცილებით მცირე თანხა.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა შეთანხმებას რაიმე ფორმით შეეკავებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ტრამპმა უპასუხა: „შესაძლოა“.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვატიკანში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ხელს მოაწერდა შეთანხმებას, რადგან „რუსეთი გაცილებით დიდი და ძლიერია“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს