Reuters - მარკ კარნიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

მარკ კარნიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ოფისის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარკ კარნის კანადის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მდგრადი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინაც იქნება.

„უკრაინამ მშვიდობის მიმართ ერთგულება დაადასტურა. ახლა მოლაპარაკებების მაგიდას პატიოსანი განზრახვით რუსეთი უნდა მიუჯდეს. ეს ომი უნდა დასრულდეს და კანადა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინაში თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად“, - დაწერა მარკ კარნიმ X-ზე.

შეგახსენებთ, კანადის საყოველთაო არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა. თუმცა, ბოლო მონაცემებით, პარტიამ 169 მანდატის მოპოვება შეძლო, ხოლო კანადის თემთა პალატაში უმრავლესობისთვის 172 მანდატია საჭირო. მედიის ინფორმაციით, ლიბერალები მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარტნიორებად, სავარაუდოდ, მემარცხენე „ახალ დემოკრატებს“ და „კვებეკურ ბლოკს“ აირჩევენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს