ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა

ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა. აღნიშნული რეგულაცია ინდოეთის ხელისუფლების საპასუხო ქმედებაა 22 აპრილს ქაშმირში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რა დროსაც 26 ტურისტი, მათ შორის ინდოეთის მოქალაქეები, დაიღუპა.

შეზღუდვები 23 მაისამდე იმოქმედებს.

იქამდე კი ოფიციალურმა დელიმ პაკისტანელებისთვის ვიზები გააუქმა და თავის მოქალაქეებს პაკისტანის დატოვებისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, პაკისტანმა ინდოეთის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ორმხრივი ვაჭრობა შეაჩერა.

შეგახსენებთ, 22 აპრილს ინდოეთის ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 17. ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის რეგიონია, რომელზე პრეტენზიასაც ორივე მხარე აცხადებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს