მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ კლინიკა კოვიდის პერიოდში დაგროვებული დავალიანების 25%-ს ბიუჯეტში გადაიხდის, ის დარჩენილი თანხისგან სრულად გათავისუფლდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ კლინიკა კოვიდის პერიოდში დაგროვებული დავალიანების 25%-ს ბიუჯეტში გადაიხდის, ის დარჩენილი თანხისგან სრულად გათავისუფლდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევა და კლინიკებს ამ საკითხის მოსაწესრიგებლად დრო მიეცემათ.

„კოვიდის პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელებულ სამედიცინო მომსახურებისას არსებობდა გარკვეული არაერთგვაროვანი შეხედულებები საზოგადოებაში. თვითონ სამედიცინო სერვისების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით იყო წარმართული და არსებობდა გარკვეული პრობლემები სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაში. ეს ასახულია მათ შორის, არაერთ აქტში, რომლითაც შემოწმდა ასეთი დაწესებულებების იმ პერიოდის საქმიანობა და რომელთან დაკავშირებითაც გამოვლინდა ნაკლოვანებები. მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და სამართლებრივად განხორციელდება ყველა ამ დაწესებულების მიმართ, რომელსაც აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები წარმოშობილი სახელმწიფოს წინაშე, შეეთავაზება, რომ თუკი დღევანდელი მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25% აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში დარჩენილი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლებიდან. ეს შეთავაზება პრაქტიკულად უკვე ძალაში შევა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ. სამედიცინო დაწესებულებებს მიეცემათ გარკვეული პერიოდი, რათა სახელმწიფოს მომართონ და შესაბამისად, ამგვარად წარიმართება ეს ურთიერთობები.

ჯამური ვალდებულებების ოდენობა გახლავთ 26 მლნ ლარი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად სამართლიანი შეთავაზება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა აქტიური კონსულტაციები თვითონ სამედიცინო დაწესებულებებთან, მათ შორის, ბიზნესსუბიექტებთან, რომლებიც აქ ოპერირებენ. ვფიქრობ, რომ მათი მხრიდანაც ამას ექნება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური განწყობა, პოზიტიური დამოკიდებულება და არაერთი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს, რომ ამ მინიჭებული შეღავათით ისარგებლოს. მთავარი ამოცანა, რომელსაც ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად ვისახავთ, ეს არის მეტი შესაძლებლობის მინიჭება სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რათა მათ, მათ შორის, ეს ფინანსები წარმართონ და მოახმარონ პაციენტის საუკეთესო ინტერესის დაკმაყოფილებასა და ექიმებისთვის უკეთესი პირობების შექმნას მათ მიერ პროფესიული მოვალეობების განსახორციელებლად“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი