მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობამ მიიღო აქტი, რომელიც სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს  დაარეგულირებს

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობამ მიიღო აქტი, რომელიც დაარეგულირებს სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

როგორც მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, ბიზნესსექტორისთვის და დამსაქმებლებისთვის ახალი ვალდებულებები გაჩნდება, ნორმატიული აქტი კი გამოიწვევს დასაქმების ადგილებზე უბედური შემთხვევების კლებას.

„გვაქვს საფუძველი, ახლა ვისაუბროთ სამომავლოდ გაუმჯობესებულ შესაძლებლობებზე, რომელსაც გააჩენს ახლად მიღებული ნორმატიული აქტი. ეს გახლავთ კონკრეტული დადგენილება, რომელიც დაარეგულირებს სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები ჩნდება ბიზნესსექტორისთვის, დამსაქმებლებისთვის, იმ ყველა დაწესებულებისთვის, სადაც განთავსებულია დანადგარები.

ასევე დგინდება ვალდებულება პროფესიონალებისთვის, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ ამ დანადგარებთან, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამუშაო ინსტრუქციები, დოკუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოდ ამ დანადგარების გამოყენებას და სხვა.

ჩვენი მოლოდინია, რომ ამ ნორმატიული აქტის მოქმედების შემდეგ, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ესეც თავის მხრივ გამოიწვევს კლებას უბედური შემთხვევებისა დასაქმების ადგილებზე“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი