ლევან მაჭავარიანი - EPP-ის პოზიცია ჩვენთვის საინტერესო არ არის - ეს პარტია კრიმინალის გათავისუფლებას ითხოვს და სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმარს არქმევს, კი, ბატონო, ხელი შეუწყონ კრიმინალს, ეს მათი საქმეა, მაგრამ ამით მათივე რეპუტაცია კნინდება

EPP-ის პოზიცია ჩვენთვის საინტერესო არ არის, „ნაცმოძრაობის“ და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ქომაგები არიან - კი ბატონო, იყვნენ ამ აზრზე და ხელი შეუწყონ კრიმინალს და კრიმინალის პოპულარიზაციას მსოფლიოში, ეს მათი საქმეა, მაგრამ ამ ყველაფრით მათივე რეპუტაცია კნინდება, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „როდესაც EPP ითხოვს კრიმინალის [მიხეილ სააკაშვილის] გათავისუფლებას და თან პოლიტიკურ პატიმარს არქმევს, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია”.

„EPP-სთან დაკავშირებით ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, ეს პარტია როგორ გულშემატკივრობს მიხეილ სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”. ბოლოს რა კონფერენციაც ჰქონდათ, იქ თუ არ ვცდები თავისუფალი სკამი იყო დატოვებული ბატონი სააკაშვილისთვის. ისინი თვლიან, რეზოლუციებში გვიწერენ და მოგვიწოდებენ, რომ ბატონი სააკაშვილი თურმე პოლიტპატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გავათავისუფლოთ. ბატონი სააკაშვილი ვისაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრად მიაჩნია, არ ვიცი მათზე რა შეფასება გავაკეთო. კრიმინალი ადამიანია, რომელსაც დადასტურებულად აქვს მისჯილი ამდენი საქმე. რომელი საქმეებიც წაიღეს სტრასბურგის სასამართლოში გასასაჩივრებლად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით. შესაბამისად, საუბარია პირდაპირ კრიმინალზე და როდესაც ეს პარტია ითხოვს კრიმინალის გათავისუფლებას და თან პოლიტიკურ პატიმარს არქმევს, აქაც შეუძლებელია რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. კი ბატონო, იყვნენ ამ აზრზე და ხელი შეუწყონ კრიმინალს და კრიმინალის პოპულარიზაციას მსოფლიოში - ეს მათი საქმეა, მაგრამ მათივე რეპუტაცია კნინდება ამ ყველაფრით.

EPP- ის პოზიცია ჩვენთვის საინტერესო არ არის. “ნაცმოძრაობის” და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ქომაგები არიან. როდესაც რეზოლუციაში განუწყვეტლივ წერენ რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლეს, საუბარი მაქვს კრიმინალზე, ამის შემდეგ მათი ნებისმიერი ჩანაწერი ჩვენთვის არასერიოზულია და ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, არის მოწოდება „ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქცირებაზე“. რეზოლუციაში ასევე საუბარია „ქართუ ბანკის“ SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან გათიშვის მოწოდებაზეც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს