აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა, სადაც დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დახვეწის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან შესვლისა და კანონით ნებადართული საქონლის გადატანის საკითხებზე, ასევე, დევნილთა განსახლების ობიექტების ავარიული მდგომარეობის შესახებ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს გასცა პასუხი და დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებებით სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს და მთლიანად უწყებას წარმოდგენილი ამომწურავი ინფორმაციისთვის.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„კითხვები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ იქნა დასმული არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ხელთ არსებული ყველა რესურსით მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ჩვენს აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მათთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერით, არაერთი პრობლემატური, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შევძელით და და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას“, - აცხადებს დავით ფაცაცია.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა