ნიკა გვარამია - შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მახინჯი არარაობა, რომელიც არბევს ფეხმძიმე ქალებს, მცირეწლოვან შვილიან ქალებს - დღეს უკვე იჭერდა 25 წლის 2 ჟურნალისტ გოგოს იმისთვის, რაც არ გაუკეთებიათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მახინჯი არარაობა! - სამინისტროს ქალებმა საერთოდ ყველაფერზე აიღეს ხელი! ყველაზე უფრო ჯალათები გახდნენ! ქალების მეშვეობით უსწორდებიან ქალებს, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ქართველობა!- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია იმ ფაქტს, რომ სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, შსს კი ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას იმის გამო იჭერდნენ, რაც არ გაუკეთებიათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მახინჯი არარაობა! სამარცხვინო, მახინჯი არარაობა, რომელიც უკვე არბევს ფეხმძიმე ქალებს, მცირეწლოვან შვილიან ქალებს, ადამიანებს, რომლებიც ეხმარებიან პატიმრების ოჯახებს. დღეს უკვე იჭერდა 25 წლის 2 ჟურნალისტ გოგოს იმისთვის, რაც არ გაუკეთებიათ. რომც გაეკეთებინათ, პატიმრობას ითხოვდნენ. ორივე ჩემს გვერდით იდგა ბრიფინგის დროს, ჩემი პრესსამსახურია. რატომ გონია ამ ხალხს რომ არ გადაიჩეხებიან?! გადაიჩეხებიან, ოღონდ ისე მწარედ, რომ ვერ ადგებიან ფეხზე, წელში ვერ გასწორდებიან, ვერ იცოცხლებენ ამ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ის ქალები, რომლებიც ქალების პატიმრობას ითხოვენ, ზუსტად იციან, რომ იქ არ ყოფილან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალებმა საერთოდ ყველაფერზე აიღეს ხელი! ყველაზე უფრო ჯალათები გახდნენ! ქალების მეშვეობით უსწორდებიან ქალებს, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ქართველობა!-აღნიშნა გვარამიამ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა, გვარამიას თქმით, „მანდატურის სამსახური ბოლომდე გაიხრწნა, ყველაფერს უყურებს და ყველაფერზე მიდის“.

„უნდოდათ, რომ დარბაზში არავინ ყოფილიყო. მანდატურის სამსახური ბოლომდე გაიხრწნა, ყველაფერს უყურებს და ყველაფერზე მიდის. ასეთი ადამიანები ვერ იცხოვრებენ საზოგადოებაში. მეზობლები უნდა აფურთხებდნენ და გამარჯობას არავინ უნდა ეუბნებოდეს“, - აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა. განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს