მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობისაა

აშშ-სა და უკრაინას შორის ხელი მოეწერა იშვიათი მინერალების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას, რაც მნიშვნელოვანი, ორმხრივად მომგებიანი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, ცენტრალურ აზიასაც აქვს იშვიათი მინერალების მნიშვნელოვანი მარაგი, ხოლო საქართველო ცალსახად არის ამ რესურსების კრიტიკული სატრანზიტო კვანძი და სწორედ ამიტომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობის.

„ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ, რუსეთის მიერ წამოწყებული სასტიკი ომის ფონზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცენტრალურ აზიას აქვს იშვიათი მინერალების მნიშვნელოვანი მარაგი. საქართველო ცალსახად არის ამ რესურსების კრიტიკული სატრანზიტო კვანძი, რომელიც აკავშირებს მათ ევროპულ და ამერიკულ ბაზრებთან შავი ზღვის გავლით. სწორედ ამიტომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობის.

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის პრორუსულმა, პროჩინურმა რეჟიმმა პროექტი შეაჩერა და უკანონოდ ჩამოართვა ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს. აუცილებელია, ეს უსამართლობა გამოვასწოროთ, განვაახლოთ პორტის მშენებლობა და კიდევ ერთხელ გამოვკვეთოთ საქართველოს, როგორც დასავლეთის საიმედო პარტნიორისა და გეოსტრატეგიული მოკავშირის როლი", - წერს მამუკა ხაზარაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს