რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია, დაზიანდა სამი რეგიონი

რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია, აქედან 126-მა, საჰაერო თავდაცვის ეფექტური მოქმედების გამო, სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 64 „შაჰედისა“ და სხვა ტიპის დრონი ჩამოაგდეს, 62 დრონი კი, უარყოფითი შედეგების გარეშე, ლოკალურად დაიკარგა.

დრონებით შეტევა განახორციელა რუსეთის ფედერაციის ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქები.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქზე რუსული დრონებით მასიური შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.

უკრაინის რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში მდებარე ლოკომოტივების სარემონტო ქარხანაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს