თეა წულუკიანი „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე“ - ახალაიამ და სხვა მაღალჩინოსნებმა, არა მხოლოდ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, არამედ, საკონტროლო გასროლაც განახორციელეს, რაც განაჩენშიც წერია

ახალაიამ და სხვა მაღალჩინოსნებმა, არა მხოლოდ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, არამედ, საკონტროლო გასროლაც განახორციელეს, რაც განაჩენშიც წერია, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებულ „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე“ საუბრისას განაცხადა.

საგამოძიებო კომისია სპეცოპერაციისას მოკლულ მარად ართმელაძის მამას, მიხეილ ართმელაძეს უსმენს.

„თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენს საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დათა ახალაია, ასევე, მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების, უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ქუჩაში დახოცვაში.

უშიშროების სამსახური რომ ებარა, იმ კაცმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არამხოლოდ მოკლეს, არამედ, ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა - ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში.

თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ, სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე, რომ თქვენი შვილი აღიარებულ იქნა, როგორც მართალი, ახალგაზრდა ქართველი კაცი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს