მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე - ყველა, ვინც ფუნდამენტური ცვლილების გარეშე რაიმე სახის არჩევნებზე წავა, არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი, რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი და შეიძლება ითქვას მონაც

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი იქნება.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა თავიანთი ძალები უნდა გააერთიანონ.

„ხშირად არის საუბარი, ადგილობრივ არჩევნებზე წავალთ თუ არა. ხალხო, ეს არის ოკუპაციურ-კოლაბორაციულ სტილში, არჩევნები გაუქმებულია. ყველა, ვინც ფუნდამენტური ცვლილების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე, არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი, რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი და შეიძლება ითქვას მონაც. ჩვენ ჩვენი ძალები უნდა შევკრათ!”, - განაცხადა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პროპაგანდა, მოსახლეობის მხოლოდ 20%-ზე მოქმედებს.

„ახლა შავი და თეთრი დღესავით ნათელია. ამათმა [“ქართულმა ოცნებამ”] რამდენიც არ უნდა გააბუქონ და რა პროპაგანდაც არ უნდა აწარმოონ. ისინი თავის დაზომბებულ, გაუბედურებულ ან გაქსუებული მოსახლეობის 20%-ს ელაპარაკებიან. მათი მრევლი ვინ არის? - არის უკიდურესად ღარიბი და გაუბედურებული ან გაქსუებული, რომელიც მოპარულ ფულში იხრჩობა და საკუთარი ეროვნული ორგანიზმის სისხლს სვამს. ამათზე მოქმედებს ეს პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს, რადგან მათთვის არის შექმნილი, მაგ: კომისიები და სხვადასხვა იდიოტიზმები. იმიტომ, რომ მსოფლიოში ამას არავინ ჭამს”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს