აგრო დაზღვევა „ალდაგში“ ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ აგროდაზღვევის სეზონი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

კომპანის ცნობით, ფერმერებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ დააზღვიონ მოსავალი „ალდაგში“ და საუკეთესო პირობებთან ერთად ანაზღაურების უსწრაფესი სისტემით ისარგებლონ.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერებს სასურველი კულტურის დაზღვევა 70%-იანი სუბსიდიით შეუძლიათ, რაც ნიშნავს, რომ მათ დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა მოუწევთ, რაც დაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის.

გასულ სამ წელიწადში „ალდაგმა“ ფერმერებს 21 მილნ ლარამდე აუნაზღაურა.

“აგროდაზღვევა, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ჩვენი მომხმარებლების ნდობის მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. ყოველთვის ვცდილობთ, ფერმერებს, ინდივიდუალური კომუნიკაციის შედეგად, დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კი, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სრულად ორიენტირებულები იყვნენ წარმოების გაზრდასა და დარგის განვითარებაზე,” - აცხადებენ „ალდაგში“.

აგროდაზღვევის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ ისეთი კულტურები, როგორებიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის);

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა