დავით მათიკაშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - როგორც იტყვიან, „ყოველი ხმლის ამღები, ხმლითვე დაეცეს“ - იქნება ძალადობა?! სახელმწიფო იქნება ძალიან ადეკვატური ყველაფრის მიმართ

როგორც იტყვიან, „ყოველი ხმლის ამღები, ხმლითვე დაეცეს“ - იქნება ძალადობა?! სახელმწიფო იქნება ძალიან ადეკვატური ყველაფრის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, როგორც კი ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებს გასცდება, მათ მიმართ მთელი სიმკაცრით იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის და სხვა სამართლებრივი მექანიზმები.

„ერთი მხრივ, აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია ამ ე.წ. ფსევდოპოლიტიკოსისგან რაიმე მსგავსი განცხადება. რა წინააღმდეგობის გაწევაზეა საუბარი, არანაირი რეიტინგი ამ პარტიას არ გააჩნია და რადიკალიზმზე არიან აბსოლუტურად გადასული. მეორე მხრივ, ხაბეიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, ყველას მართებს ძალიან დიდი დაფიქრება. როგორც კი მათი ქმედება გასცდება სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებს, იქნება დანაშაულებრივი, ამ ქმედების, ამ პირის მიმართ მთელი სიმკაცრით იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის და სხვა სამართლებრივი მექანიზმები. ეს ბუნებრივია, არასასიამოვნოა და მათთვის არასასურველ ვითარებაში აღმოაჩენს მოძალადეებს. ასე რომ, როგორც იტყვიან, „ყოველი ხმლის ამღები, ხმლითვე დაეცეს". იქნება ძალადობა?! სახელმწიფო იქნება ძალიან ადეკვატური ყველაფრის მიმართ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პროტესტი უმნიშვნელოვანესია და წინააღმდეგობაა გასაწევი, მათ შორის, დედაქალაქის გარდა სხვა ქალაქებშიც.

„დედაქალაქში გენერალური ბრძოლებისთვის ვართ მოსამზადებელი. სიტყვა ბრძოლა ნიშნავს სიტყვა ბრძოლას. ვნახეთ ყველაფერი - ამათთან ასე არ გამოვა,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს