Bloomberg - ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დონალდ ტრამპს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვარიანტები შესთავაზეს

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვარიანტები შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გააძლიეროს, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების მცდელობებს აჭიანურებს.

წყაროების ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ტრამპისთვის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების რამდენიმე ვარიანტი მოამზადეს. ამავდროულად, მათ აღნიშნეს, რომ ტრამპს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ვინაიდან დიპლომატიური ძალისხმევები გრძელდება. მათ უარი თქვეს დეტალურად აღწერაზე თუ რა ვარიანტები განიხილება და აღნიშნეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს