ომბუდსმენის აპარატი - 11 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმი შეიქმნა

2025 წლის 2 მაისს 11 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმი შეიქმნა - არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი გამოწვევის საფუძველი გახდა, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების მშენებლობას და ამ მიზნის შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი პოლიტიკა გაატაროს.

„11 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 1500-ზე მეტი ფაქტი შეისწავლა, რომელთა საფუძველზე, 110 რეკომენდაცია, 53 ზოგადი წინადადება გამოსცა და გააფორმა 4 მორიგების აქტი. ამასთან, 28 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის მოპასუხეებს 26 მიმართვა გაუგზავნა და კონკრეტული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. მომზადდა 13 სპეციალური ანგარიში, 1 სახელმძღვანელო, 6 ვიდეორგოლი და 2 ელექტრონული სასწავლო კურსი.

2014 წლიდან მოყოლებული, ეროვნული ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო კომპანიის ძალისხმევით, ქვეყანაში თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი გამოწვევის საფუძველი გახდა.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების მშენებლობას და ამ მიზნის შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი პოლიტიკა გაატაროს.

თავის მხრივ, თანასწორობის ეროვნული ორგანო აქტიურად გააგრძელებს დისკრიმინაციის პრევენციაზე ორიენტირებულ საქმისწარმოებას, ცნობიერების ამაღლების აქტივობებს, თანასწორობის საკითხებზე მომუშავე აქტორებთან თანამშრომლობას და ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის ადვოკატირებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ სპეციალური ანგარიში საქართველოში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია