აზერბაიჯანის პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 20 თებერვლის კიბერშეტევა განახორციელა ჯგუფმა, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული

აზერბაიჯანი მასიურ კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება შიდა ჩარევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ აზერბაიჯანის პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, რამიდ ნამაზოვმა გააკეთა.

დროებითი კომისიის მოსმენა 20 თებერვალს აზერბაიჯანის მედიარესურსების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას უკავშირდებოდა.

ნამაზოვის თქმით, გამოძიებამ დაადასტურა, რომ 20 თებერვლის კიბერშეტევა ჯგუფმა АРТ29 განახორციელა (ასევე ცნობილია როგორც Cozy Bear), რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული.

„AРТ29-ის საქმიანობა, რომელიც დაკავებულია კიბერ შპიონაჟით, ძირითადად მიმართულია სახელმწიფო სტრუქტურების, უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე პოლიტიკის, თავდაცვის, ენერგეტიკის, მედიისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების წინააღმდეგ”, - განაცხადა ნამაზოვმა.

მისი თქმით, კიბერშეტევის საბაბი აზერბაიჯანის ხელისუფლების 3 თებერვლის გადაწყვეტილება გახდა, რომ ბაქოში „რუსული სახლი“ დახურულიყო „კანონმდებლობის მოთხოვნების სერიოზული დარღვევის გამო“ და ასევე რუსული რადიო Sputnik-ის შესაძლო დახურვა, რომლის ლიკვიდაციის შესახებ მაშინ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„სწორედ ამ პროცესების გამო მოხდა კიბერჩარევის ის პოლიტიკურად მოტივირებული ინციდენტი“, - განაცხადა ნამაზოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს