მედია - აშშ-ში ვიზიტით მყოფმა სერბეთის პრეზიდენტმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა

აშშ-ში ვიზიტით მყოფმა სერბეთის პრეზიდენტმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელიც აშშ-ში იმყოფება, პარასკევს შეუძლოდ გახდა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ სერბეთში დაბრუნება გადაწყვიტა.

ალექსანდრ ვუჩიჩი ხუთშაბათს ფლორიდაში ნიუ-იორკის ყოფილ მერს, რუდი ჯულიანის შეხვდა.

სერბეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვუჩიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რიჩარდ გრენელმა ვუჩიჩს გამოჯანმრთელება უსურვა.

ცნობისთვის, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და „რესპუბლიკური პარტიის“ სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრების გამართვის მიზნით აშშ-ში 30 აპრილს ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს