ჯეი დი ვენსი - ბიუროკრატები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას ცდილობენ

ბიუროკრატები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას ცდილობენ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს მიერ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.

„პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტიაა და ყველაზე მეტად აღმოსავლეთ გერმანიას წარმოადგენს. ახლა ბიუროკრატები მის განადგურებას ცდილობენ. დასავლეთმა ბერლინის კედელი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დაანგრია. ახლა ის აღადგინა, არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანულმა ისტებლიშმენტმა“, - დაწერა ვენსმა X-ზე.

ცნობისთვის, გუშინ გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

„ეთნიკურ და წარმომავლობაზე დაფუძნებული კონცეფცია რომელიც პარტიაში დომინანტურია, არ შეესაბამება თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგს. მისი მიზანია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების საზოგადოებაში თანაბარი მონაწილეობის აღკვეთა, მათ მიმართ ისეთი მოპყრობა რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნულია გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს