ვოლოდიმირ ზელენსკი - ვატიკანში დონალდ ტრამპთან საუბარი აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შორის საუკეთესო იყო

ვატიკანში დონალდ ტრამპთან საუბარი აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შორის საუკეთესო იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„შესაძლოა, ეს ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ყველაზე შინაარსიანი შეხვედრა იყო. ჩვენი გუნდების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი აზრით, პირისპირ შეხვედრის ფორმატმა გაამართლა. თავად საუბრისთვის შესაფერისი ატმოსფერო გვქონდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხზეც ისაუბრა და შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი „ბევრ რამეს ცოტა სხვაგვარად უყურებს“.

„დეტალებში არ შევალ, მაგრამ ის, რაც მან მითხრა, ძალიან ძლიერად ჟღერს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს