აფხაზეთიდან დროებით დევნილებს სენაკში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სენაკში, ხობსა და აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას სენაკის სამედიცინო ცენტრ „დიომედში“ მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 100-ზე მეტ ბენეფიციარს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდა.

„ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცა. ღონისძიებას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები და სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება