ვოლოდიმირ ზელენსკი - უნგრელების 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას - საჭირო არაა თქვენს არჩევნებში ჩვენი ჩათრევა

უნგრელების 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, საჭირო არაა თქვენს არჩევნებში ჩვენი ჩათრევა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის მიუხედავად, რომელმაც შესაბამისი ღია გამოკითხვა დააინიცირა.

“სხვათა შორის, ორბანის ოპოზიციამ ღია გამოკითხვა მოამზადა ყველა უნგრელისთვის. 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ანუ უნგრეთში ხალხი ჩვენ მხარესაა. თქვენ იცით, რომ მან [ორბანმა] გამოკითხვა მოამზადა - იქ ვითომ ხალხი ჩვენ წინააღმდეგაა. ის აკონტროლებდა ამ გამოკითხვას. მაგრამ არის სხვა გამოკითხვა, და იქ 70% უკრაინის მხარესაა,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხის წამოწევა უნგრეთში შიდა პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება.

“უბრალოდ საჭირო არაა საკუთარ არჩევნებში ჩვენი ჩათრევა. ის [ორბანი] აკეთებს ამას. იმით, რომ ევროკავშირში გვბლოკავს. საბოლოო ჯამში ეს მეთოდიკა მომგებიანი არ იქნება. რატომ? ვინაიდან ყველაფრის მიუხედავად ხალხი იქ უკრაინის მხარესაა. როგორც არ უნდა ამუშავებდეს ის [ორბანი]. რაღაც პროცენტს დაამუშავებს, მაგრამ არ შეიძლება უბრალოდ სიძულვილით მუდამ გამარჯვება,” - განაცხადა ზელენსკი.

მისი თქმით, ორბანი “ძალიან სახიფათო რაღაცებს” აკეთებს.

“ამას ვხედავთ და ყურადღებით ვადევნებთ თვალს. კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს სხვა პარტნიორებთან და ვიძლევით სიგნალს - ის, რასაც ის აკეთებს - სახიფათოა ევროკავშირისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს