ADB-ის პრეზიდენტი - გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეფორმები უნდა გაგრძელდეს

„აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ მილანში, რიგით 58-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ADB-ის განვითარებად წევრ სახელმწიფოებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გლობალურად შექმნილი „გაურკვევლობების“ ფონზე საჭიროა, ADB-ის წევრმა სახელმწიფოებმა, გრძელვადიანი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეფორმები განახორციელონ.

„მოხარული ვარ, რომ მივესალმები 5000-ზე მეტ მონაწილეს ჩვენს ყოველწლიურ შეხვედრაზე. ეს ჩვენთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთმანეთს აზიის რთული გამოწვევების ერთად გადაჭრის შესახებ მოსაზრებები გავუზიაროთ.

წლევანდელი ყოველწლიური შეხვედრის თემაა - „გამოცდილების გაზიარება, მომავლის მშენებლობა“. ჩვენი განვითარებადი წევრი ქვეყნების წინაშე არსებული ახალი გაურკვევლობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ერთად მოვძებნოთ საკითხის ინოვაციური გადაწყვეტები.

აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონული ეკონომიკა გამოწვევებს მყარი პოზიციიდან შეხვდა, თუმცა წინ დიდი გაურკვევლობაა. ასეთ რთულ დროს ADB წევრი სახელმწიფოებისთვის კვლავ ურყევ პარტნიორად რჩება.

როგორც პრეზიდენტი, მე ვალდებული ვარ, მხარი დავუჭირო ჩვენს წევრ ქვეყნებს ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობის გაზრდაში, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე, სიღარიბეში მყოფი და ყველაზე დაუცველი სოციალური ფენის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

არსებული გამოწვევების ფონზე, რეფორმები უნდა გაგრძელდეს გრძელვადიანი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. წევრმა ქვეყნებმა ორი ძირითადი სტრატეგია უნდა განახორციელონ: პირველი - სტაბილურობის და ინვესტიციების შესანარჩუნებლად გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება; მეორე - რეგიონული კავშირის გაძლიერება რეგიონის კოლექტიური მდგრადობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა მასატო კანდამ.

შეგახსენებთ, „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) რიგით 58-ე ყოველწლიურ შეხვედრას წელს მილანი მასპინძლობს. შეხვედრები 4-7 მაისის პერიოდში გაიმართება. წლევანდელ შეხვედრებში მონაწილეობას დაახლოებით 5 000 პირი იღებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს