თბილისში „ერთობის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში, მოქალაქეები ისნის მეტროსადგურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ „ერთობის მარშს” მართავენ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს თან აქვთ ბანერები და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, მათი ძირითადი მოთხოვნაა - აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლებიდან გადადგომა.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ეს მარში დაორგანიზებულია “ერთობის” მიერ - სამოქალაქო აქტივისტების, მოძრაობების, ორგანიზაციების. ჩვენ პირველი ღონისძიება პროკურატურასთან წარმატებით ჩავატარეთ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ პოლიციის ორგანოებთან მივიდეთ და ჩვენი სათქმელი, მიზნები ვუთხრათ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მათ შევახსენოთ, რომ ქვეყანას 50-მდე პოლიტპატიმარი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქციელზე უნდა დაფიქრდეს და მათ [პოლიციელებმა] დანაშაულებრივი ბრძანებები არ უნდა შეასრულონ. მათი კანონით დადგენილი ფუნქციები აბსოლუტურად სხვაა და ის კრიმინოლოგიური სიტუაციის მოგვარებას, მართლწესრიგის უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს და არა აქტივისტების, პროტესტის მონაწილეების დევნას…

ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს შვილებს დანაშაული არ მიუძღვით და ეს საქმეები ჯიბის პოლიციამ, პროკურატურამ შეკერა და ახალგაზრდა, წარმატებულ ქართველებს ხანგრძლივი ციხისათვის იმეტებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია”, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში