ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში იუწყება.

მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ პეტრ პაველთან და პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან, დეპუტატთა პალატისა და სენატის ხელმძღვანელებთან, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან, ასევე თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და უკრაინულ საზოგადოებასთან.

“რაც მთავარია, ჩვენ მადლობას ვუხდით ჩეხეთს პრინციპული მხარდაჭერისა და ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ჩეხეთის საარტილერიო ინიციატივა ეფექტური აღმოჩნდა და ჩვენ ამ ძალისხმევას გავაგრძელებთ. თანამშრომლობის კიდევ ერთი სფეროა ჩვენი სამხედრო ავიაციის განვითარება, პილოტების მომზადების პროგრამების გაფართოება და ჩვენი F-16 ფლოტის მხარდაჭერა. ჩეხეთის რესპუბლიკასთან და საავიაციო კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, ჩვენ უკრაინისთვის კარგ ამბებს ვამზადებთ”, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ჩეხეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილავენ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ერთობლივი ზეწოლის განხორციელებას.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ დიპლომატიურ ძალისხმევას და რუსეთზე ჩვენს ერთობლივ ზეწოლას, რათა მივაღწიოთ ცეცხლის ხანგრძლივ შეწყვეტას და ომის დასრულებას“, - აცხადებს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს