ნაძალადევის რაიონის გამგებელი - დადიანის ქუჩაზე კორპუსიდან ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ - შენობის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ რატომღაც მოსახლეობასთან ვერ შედგა შეთანხმება

ჩვენ ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ, - ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ დადიანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსი რომ ავარიული იყო, ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ისინი არ იყვნენ თანახმა, რომ სახლები დაეტოვებინათ და გამაგრებითი სამუშაოები დაწყებულიყო.

“მე თვითონ ლაბორატორიის, შსს-ს და სამაშველოს თანამშრომლებთან ერთად დავათვალიერე ადგილი. მიმდინარეობს მოკვლევა და რა საკვირველია, იტყვიან ყველაფერს. ჩვენ ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში. არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ. შემდეგ, პირველადი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად გავიყვანთ ქირით და პრობლემა არცერთ ოჯახს არ ექნება.

ავარიულობის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ყოველთვის გვქონდა. არაერთხელ გვქონდა შეხვედრა. საუბარი იყო ინვესტორებთან, გამაგრებასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც მოსახლეობასთან ვერ შედგა შეთანხმება. აქედან გამომდინარე, კატასტროფული მდგომარეობა არ იყო… შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან თვითონ მცხოვრებლები არ იყვნენ თანახმა, რომ გასულიყვნენ და გამაგრებითი სამუშაოები დაწყებულიყო”, - განაცხადა გამგებელმა.

შეგახსენებთ, თბილისში, დადიანი ქუჩაზე 3-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის იატაკი ჩაინგრა. ამ დრომდე ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 2 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს