„აზიის განვითარების ბანკი“ სასურსათო უზრუნველყოფის დაფინანსებას 26 მილიარდი დოლარით ზრდის

„აზიის განვითარების ბანკი“ (ADB) აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის სასურსათო უზრუნველყოფის ფინანსურ მხარდაჭერას 26 მილიარდი დოლარით ზრდის, - ამის შესახებ ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ მილანში რიგით 58-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

აღნიშნული თანხიდან 18.5 მილიარდი დოლარი წევრი სახელმწიფოების მთავრობებისთვის იქნება გამოყოფილი, დარჩენილი 7.5 მილიარდი კი კერძო სექტორისთვის.

ინფორმაციისთვის, 2022-2025 წლებში სასურსათო უზრუნველყოფისთვის ADB-ის გამოყოფილი გქონდა 14 მილიარდი დოლარი. დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად 2022-2030 წლებში სასურსათო უზრუნველყოფისთვის მიმართული იქნება ჯამურად 40 მილიარდი დოლარი.

„უპრეცედენტო გვალვები, წყალდიდობები, ექსტრემალური სიცხე და შემცირებული ბუნებრივი რესურსები ხელისშემშლელ პირობებს ქმნის სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის და საფრთხეს უქმნის სასურსათო უზრუნველყოფასა და სოფლის მეურნეობაში ჩაბმული მოსახლეობის შემოსავლებს“, - განაცხადა მასატო კანდამ.

სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამა მოიცავს სურსათის წარმოების სრულ პროცესს: მოყვანასა და გადამუშავებიდან, დისტრიბუციასა და მოხმარებამდე. პროგრამის მიზანია მთავრობებისა და კომპანიების ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერით, დაეხმაროს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონს მრავალფეროვანი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სურსათის წარმოებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და მდგრადი აგრარული მომარაგების ჯაჭვების ხელშეწყობაში.

შეგახსენებთ, „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) რიგით 58-ე ყოველწლიურ შეხვედრას წელს მილანი მასპინძლობს. შეხვედრები 4-7 მაისის პერიოდში გაიმართება. წლევანდელ შეხვედრებში მონაწილეობას დაახლოებით 5 000 პირი იღებს.

შეხვედრებზე იმყოფებიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მისი მოადგილეები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს