„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი პატიმრის გარდაცვალებაზე - ეს იყო პოლიტრავმა, პაციენტს ყველა აუცილებელი სამკურნალო ღონისძიება ჩაუტარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ლეტალური გამოსავალი დადგა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჩხაიძე აცხადებს, პატიმარი მათ კლინიკაში პოლიტრავმებით იანვრის თვიდან იყო მოთავსებული. დირექტორის თქმით, გორგაძეს ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ლეტალური გამოსავალი დადგა გუშინ, 20:00 საათზე. მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო პოლიტრავმა, პაციენტს ყველა აუცილებელი სამკურნალო ღონისძიება ჩაუტარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ლეტალური გამოსავალი დადგა“, - აცხადებს ჩხაიძე.

პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი პენიტენციურ სამსახურს ჯერ არ გაუკეთებია. პატიმრის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას თქმით კი, გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. სწორედ ღურწკაიასგან გახდა ცნობილი, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, წუხელ გარდაიცვალა.

ადვოკატის თქმით, პატიმარი ციხიდან კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში