გურამ მაჭარაშვილი - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არის პროცესები ისე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტს უწევს თავის დაცვა ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“

[ევროკავშირში] მიხვდნენ, რომ საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის, ჭრის მეგობრული დამოკიდებულება - ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, უნდა გადავხედოთ სანქციებს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, შანტაჟის ენა არ გამოდის და იქნებ დიალოგიც კი ვცადოთო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“ თავის დაცვა უწევს და ამის ფონზე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, მათ შორის, სანქციების მუქარები გასაკვირი არ უნდა იყოს.

„ჩვენ ვხედავთ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოში არის პროცესები ისე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის, შეერთებული შტატების პრეზიდენტს უწევს თავის დაცვა ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“. შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ევროკავშირი მას და მის ქვეყანას თავს ესხმის, უსამართლოდ ექცევა. არსებობს „დიფ სთეითი“, რომელიც ხელს უშლიდა ადრე და ახლაც. გასაკვირი რა უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც დგას ეროვნულ ღირებულებებზე, იყოს თავდასხმები, მათ შორის, სანქციების მუქარები?! ამავე დროს, შევახსენოთ საზოგადოებას, სულ რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ სანქციებს უნდა გადავხედოთ, იგივე ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც უნდა გადავხედოთ, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, შანტაჟის ენა არ გამოდის და იქნებ დიალოგიც კი ვცადოთო. ანუ, მიხვდნენ იმას, რომ საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის. ჭრის მეგობრული დამოკიდებულება და ახლა ამ აქტებს რას დაარქმევ - მეგობრულს თუ მტრულს, ამას უკვე აღარავინ ყიდულობს, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ძალიან გაიზარდა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს