გივი მიქანაძე - იმედს ვიტოვებთ, რომ „MEGOBARI აქტი“ საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა, ან თუ იქნება მიღებული, მასში აისახება ის ცვლილებები, რომელიც სამართლიანად საჭიროა, რომ ასახული იყოს

იმედს ვიტოვებთ, რომ „MEGOBARI აქტი“ საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა, ან თუ იქნება [კანონი] მიღებული, მასში აისახება ის ცვლილებები, რომელიც სამართლიანად საჭიროა, რომ ასახული იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „MEGOBARI აქტი“ სინამდვილეში საქართველოს და ქართველი ხალხის არამეგობრული აქტია, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას.

„ამ აქტის დასახელება აბსოლუტურად არ შესაბამება იმ კონტექსტს, რომელიც ამ მოცემულობაში არის წარმოდგენილი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის არამეგობრული აქტი, რომელიც არანაირად არ ასახავს რეალობას, აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან არის დაკავშირებული. ეს არის მიკერძოებული ხასიათის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს აქტი საბოლოო ჯამში, ან საერთოდ არ იქნება მიღებული, ან თუ იქნება მიღებული მასში აისახება ის ცვლილებები, რომელიც სამართლიანად საჭიროა, რომ ასახული იყოს. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენი მოსახლეობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამოხატულ თავისუფალ ნებას. მათ მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას" როგორც მმართველ გუნდს და კიდევ ერთხელ, უკვე მიანდეს ამ ქვეყნის შემდგომი 4 წლის მართვა. ვიმედოვნებთ, ეს აქტი მიღებული იქნება იმ შემთხვევაში თუკი, ის მნიშვნელოვანი პოსტულატები იქნება დაცული. ამ მხრივ, აშშ-ს უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რაც მეგობრობისთვის არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შერბილება, პირდაპირი ფრენების დაწყება, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს შესაძლებელს გახდის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და დაუბრუნდეს იმ დინამიურ განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვანია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს აქტი საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა და კონკრეტული კანონმდებლები მისცემენ სამართლიან შეფასებას ყველაფერს, რის შემდეგადაც შესაძლებელი იქნება, რომ მასში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ მან მართლაც გაამართლოს თავისი დასახელება და მართლაც „MEGOBARI აქტი“ გახდეს“, - განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ. ინფორმაციას წარმომადგენელთა პალატა ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მხარი მიმდინარე წლის 27 მარტს დაუჭირა. კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს