თაზო დათუნაშვილი - კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე - ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმედ განიცდიან ისინი საერთაშორისო წნეხს და „MEGOBARI აქტის” ძალაში შესვლა, ამ წნეხის გაათმაგებაა

ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმედ განიცდის „ქართული ოცნება“ საერთაშორისო წნეხს და „MEGOBARI აქტის” ძალაში შესვლა, ამ წნეხის გაათმაგებაა, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაგეგმილ „MEGOBARI აქტის” განხილვას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე.

„კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე. საბოლოოდ ჩამოიშალა და დღეს უკვე დოკუმენტურად ის ლეგენდა გაფორმდება, რომ ტრამპთან „ქართული ოცნება“ დალაგდება და საერთო ფასეულობები აქვთ. ირანის, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, რუსეთის და ჩინეთის მეგობრებს საერთო თავისუფალი სამყაროს ლიდერთან და მის იდეოლოგიასთან არ აქვთ. შესაბამისად, ამას კიდევ ერთხელ ვიხილავთ ორპარტიული მხარდაჭერით კონგრესში, სხდომაზე განხილვებში და შემდეგ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დოკუმენტს ტრამპის ხელმოწერაც დაამშვენებს. ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმედ განიცდის „ქართული ოცნება“ საერთაშორისო წნეხს და „MEGOBARI აქტის” ძალაში შესვლა, ამ წნეხის გაათმაგებაა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს