მედია - ისრაელმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ღაზის მთელი ტერიტორიის დაპყრობას ითვალისწინებს

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ღაზის სექტორის მთელი ტერიტორიის დაპყრობას და და იქ განუსაზღვრელი ვადით დარჩენას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Associated Press-ი ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების განმარტებით, ახალი გეგმა ისრაელს „ჰამასის“ დამარცხებასა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების მიღწევაში დაეხმარება. Associated Press-ი წერს, რომ ეს ასობით ათასი პალესტინელის სამხრეთ ღაზაში გადაადგილებას გამოიწვევს, რაც ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

მინისტრებმა გეგმა დღეს დილით გამართული კენჭისყრით დაამტკიცეს, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელის არმია ათიათასობით რეზერვისტს იძახებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!