თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი აქციას მართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი აქციას მართავს. „გაათავისუფლეთ შვილები, გაათავისუფლეთ საქართველო“, „ქალებს ვერ დააწიოკებთ“, „სადაც არაა სამართალი, იქ არც თავისუფლებაა“, - ამ წარწერებით აქვთ მათ ბანერები გაშლილი.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი აცხადებს, ისინი სოლიდარობას უცხადებენ მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებულებს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

„ეს შენობა ბოროტების მთავარ საყრდენად, რეჟიმის მთავარ ფუნდამენტურ საფუძვლად იქცა, რადგან სწორედ აქ მიიღება ყველაზე უსამართლო და არადემოკრატიული გადაწყვეტილებები. ჩვენი დღევანდელი ერთობით, ინტერპარტიული ქალების ერთობით გვსურს სოლიდარობა გამოვხატოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ, რომელიც უსამართლოდ იმყოფება რეჟიმის ტყვეობაში, ყველა იმ დედის მიმართ, ვინც სასამართლო პროცესებს ესწრება. ჩვენი სოლიდარობით გვსურს კონკრეტულ მოსამართლეებს ვუთხრათ ერთი რამ, „სამართალი ურმით, მაგრამ აუცილებლად მოვა“, - განაცხადა კვიტაიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრები. მათ სხვადასხვა წარწერებით აქვთ ბანერები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს