ნანა მალაშხია - როდესაც რეჟიმს ჩამოვშლით, უნდა ავაშენოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო, რადგან დემოკრატია და ქვეყნის განვითარება თავისუფალი სასამართლოს გარეშე არ არსებობს

როდესაც რეჟიმს ჩამოვშლით, უნდა ავაშენოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო, რადგან დემოკრატია და ქვეყნის განვითარება თავისუფალი სასამართლოს გარეშე არ არსებობს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნანა მალაშხიამ, საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, სასამართლოში მიმდინარე უსამართლობას მოსამართლეები ჩადიან, რომელთა უმეტესობა უკვე სანქცირებულია.

ნანა მალაშხიას თქმითვე, სანქციების კუთხით, მომავალშიც აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

„ეს არის პროტესტი უსამართლობის მიმართ, რომელიც ამ შენობაში [სასამართლოში] ხდება. უსამართლობას კი კონკრეტული მოსამართლეები ჩადიან - სახელებითა და გვარებით. ბევრის მიმართ უკვე სანქციებია გამოტანილია, ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. როდესაც რეჟიმს ჩამოვშლით, უნდა ავაშენოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო, რადგან დემოკრატია და ქვეყნის განვითარება თავისუფალი სასამართლოს გარეშე არ არსებობს“, - განაცხადა ნანა მალაშხიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი აქციას მართავს. ასევე ადგილზე იმყოფებიან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრები, რომლებსაც ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერით: „გაათავისუფლეთ შვილები, გაათავისუფლეთ საქართველო“, „ქალებს ვერ დააწიოკებთ“, „სადაც არაა სამართალი, იქ არც თავისუფლებაა“.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა