მილანში „აზიის განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს სესია გაიხსნა

მილანში „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) რიგით 58-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, მმართველთა საბჭოს გახსნითი სესია გაიმართა. მმართველთა საბჭოს აღნიშნული სესიით ყოველწლიური შეხვედრები ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი მილანიდან იუწყება, დღევანდელ სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური პირები, ასევე, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, მასატო კანდა.

ღონისძიებას დაესწრნენ ADB-ის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს სახელით ღონისძიებას დაესწრო ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

სიტყვით გამოსვლისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ბიზნესისა და ინვესტორებისთვის არსებულ გაურკვევლობაზე და ისაუბრებს შესაძლო გადაჭრის გზებზე.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ოთხ ძირითად მიმართულებაზე: სასურსათო უსაფრთხოება, ტექნოლოგიურ გარდაქმნა, ენერგო სისტემის მდგრადობა და კლიმატური ცვლილებების ზეგავლენა.

მომხსენებლები გამოწვევებთან გამკლავების ნაწილში ხაზი გაუსვეს პარტნიორებსა და წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რათა მიღებულ იქნას საერთო ინოვაციური გადაწყვეტილებები და უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფოთა მდგრადი განვითარება და შოკების მიმართ გამძლეობა.

ინფორმაციისთვის, შეხვედრების ფარგლებში „აზიის განვითარების ბანკის" მმართველთა საბჭო მოუსმენს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელთა განცხადებებს. ამასთანავე, დაგეგმილია ADB-ის ფინანსური მაჩვენებლების შეთანხმება, ყოველწლიური გეგმისა და რეზოლუციის დამტკიცება.

შეგახსენებთ, 58-ე ყოველწლიური შეხვედრები მილანში 4-7 მაისის პერიოდში გაიმართება. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა - „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის შენება”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს