კახა კალაძე - იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის დროს იყო

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირში მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამა თუ იმ ქვეყანას ვეტოს დადების უფლება ჩამოერთვა, რაც წარმოუდგენელია.

კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მისი შექმნის მთავარი ფუნდამენტი გახდა.

„ზოგადად, ევროკავშირი როდესაც შეიქმნა, რაზეც ის დაფუძნდა, პირველი იყო -მშვიდობა, ადამიანის უფლებების მრავალფეროვნება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. დღეს, ყველა სახელმწიფოს აქვს ერთნაირი უფლება. მაგალითად, ვეტოს გამოყენების უფლება აქვს სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დღეს კი მსჯელობენ იმაზე, რომ ქვეყნებს ვეტოს უფლება ჩამოერთვას. მაგალითად: რუმინეთი, სადაც არჩევნების შედეგები არ მოეწონათ - საერთოდ გააუქმეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, მოხსნეს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ყველაზე დიდი რეიტინგი ჰქონდა და სავარაუდოდ, ის იქნებოდა გამარჯვებულიც, იმიტომ, რომ ის კანდიდატი არ აწყობდათ. ეს წარმოუდგენელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის დროს იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია, კალაძის განცხადებით, ორბანი ყოველთვის სამართლიანია ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა.

„ორბანი არის ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მართავს თავის ქვეყანას და იცავს მის ინტერესს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას, იმიტომ, რომ თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, ყოველთვის სამართლიანია. მისი მთავრობა ყოველთვის იმაღლებს ხმას იმ უმსგავსობაზე, რასაც საქართველოსთან მიმართებაში აცხადებენ, რადგან ეს ყველაფერი გაჯერებულია პოლიტიკური სპეკულაციებით, სიცრუით და დაფუძნებულია ტყუილზე. რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც საუბრობს სიმართლეს და ყოველთვის იცავს ისეთი ქვეყნების ინტერესებს, როგორიც საქართველოა“, - აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი