მედია - ბორის პისტორიუსი გერმანიის ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ბორის პისტორიუსი თანამდებობას ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგაც შეინარჩუნებს, - ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ ერთად ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს, მინისტრების ვინაობა გამოაცხადა. სიის მიხედვით, ბორის პისტორიუსი თავის პოზიციაზე რჩება.

ამასთან, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ამჟამინდელი ლიდერი, ლარს კლინგბეილი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს და ვიცე-კანცლერი გახდება. წინა მოწვევის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბარბელ ბასი შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი იქნება, პარლამენტის წევრი, ვერენა ჰუბერცი საბინაო, ურბანული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, სტეფან ჰუბიგი იუსტიციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრი გახდება, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი რიმ ალაბალი-რადოვანი იქნება, გარემოს დაცვის, კლიმატის დაცვის, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობას კარსტენ შნაიდერი დაიკავებს, ელიზაბეტ კაიზერი მიგრაციის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრად და ფედერალური მთავრობის კომისრად დაინიშნება.

ცნობისთვის, გასულ კვირას „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ ახალ მთავრობაში მინისტრების ვინაობა გამოაცხადა. ფრიდრიხ მერცის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული გახდება, რომელიც ბუნდესტაგში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ფრაქციის“ თავმჯდომარის მოადგილეა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს